ანდრეა პირლოს სამწვრთნელო კარიერაში პირველი დღე. იტალიელმა „იუვენტუსში“ მუშაობა უკვე ოფიციალურად დაიწყო. პირლო თავისი შტაბის წევრებთან ერთად, რომელთა შორის ვეტერანი ფეხბურთელები, იგორ ტუდორი და რობერტო ბარონიო არიან, კლუბის ბაზაზე მივიდნენ.
მანამდე, სამწვრთნელო შტაბის წევრებმა J Medical-ში სამედიცინო შემოწმება გაიარეს. „იუვენტუსმა“ 2020-2021 წლების სეზონისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლომ „იუვეს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურიციო სარი შეცვალა და კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა.