„მირიან ნიკოლაძეს უკვე გამოტანილი აქვს სასჯელი, ვსო!. რუსეთში ექვსმა კაცმა დააჩოქა მთელი ქვეყანა და ესენი უკვე 35-ნი არიან“

„მირიან ნიკოლაძეს უკვე გამოტანილი აქვს სასჯელი, ვსო!. რუსეთში ექვსმა კაცმა დააჩოქა მთელი ქვეყანა და ესენი უკვე 35-ნი არიან“

„წუხელ 3:00-დან 4:00 სთ-მდე მე მქონდა კომუნიკაცია ერთ პიროვნებასთან, რომელიც მოვიდა ნიღბით და მთლიანი ეკიპირებით, ის არის ორგანიზაცია „თეთრი ისარის “ წარმომადგენელი. რუსეთიდან გადმოიღეს, ვიკიპედიაშიცაა და ფილმიც არის მაგაზე გადაღებული. ოღონდ საქართველოში სხვა სახელი ქვია – „ინკვიზიტორები“. გამოიკვლიეს, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა, ისიც იციან, რომ საქმე მორჩება არასამართლიანად. მე შემპირდნენ, შენ გაჩერდიო. ჩემს სიტყვებს არ ვამბობ, იმათ სიტყვებს ვამბობ - მირიან ნიკოლაძეს გამოუტანეს განაჩენი. ოღონდ ამ საქმის გამო არა. მირიან ნიკოლაძემ 2-3 კვირის წინ გაათავისუფლა ქალბატონი ნარკობარიგა და ამის გამო. მე არ მინდა ვიცოდე, რა სახის განაჩენია, არც მიკითხავს.

პროკურატურას აქედან ვეუბნები, ნუ დამიბარებენ ამ საკითხზე, რაც ახლა ვთქვი, იმაზე მეტი არ ვიცი არაფერი. თუ დამიბარებენ, არ მივალ იმიტომ, რომ არ ვენდობი პროკურატურას. მაგალითად თუ დაიჭირეს პედოფილი და მიუსაჯეს „უსლოვნი“, ეს ორგანიზაცია მის ფიზიკურ ლიკვიდაციას ახდენს. ასეთივე განაჩენი აქვს გამოტანილი მირიან ნიკოლაძეს. თან ისე გააკეთებენ, რომ ვერავინ ვერ დაუმტკიცებს. ეს უბრალო ბიჭები არ არიან, ყოფილი სპეცრაზმელები და ყოფილი მაღალ თანამდებობაზე მომუშავე ხალხია. იარაღებიც აქვთ „ჰეკლერ კოხი“. მე ამის თქმის უფლება მომცეს, დანარჩენი არაფერი არ ვიცი. მე არავის არ ვემუქრები, მაგრამ მირიან ნიკოლაძეს უკვე გამოტანილი აქვს სასჯელი, ვსო!. რუსეთში ექვსმა კაცმა დააჩოქა მთელი ქვეყანა და ესენი უკვე 35-ნი არიან, თანდათან ემატებათ ხალხი. ისეთ ადამიანებს უკეთებენ ლიკვიდაციას, ვინც კეთილსინდისიერმა პოლიციელებმა დაიჭირეს, მაგრამ მერე სასამართლომ გარეთ გამოუშვა. სხვა გზა არ არის საქართველოში, ერთს უნდა გაუხვრიტონ შუბლი და სხვა აღარ გააკეთებს. ისინი პოლიციას ეხმარებიან. იქ არიან ავღანელებიც, ყოფილი და მოქმედი სპეცრაზმელები. სუს-ელებიც მე ჯერჯერობით არ მიღებენ ორგანიზაციაში, მაგრამ ყველანაირად დავეხმარები. როგორც კი დასჯიან მირიან ნიკოლაძეს, ტელეფონიდან დაწყებული, ფარული ჩანაწერებით დამთავრებული, ყველაფერს გაასაჯაროებენ. მე მოვითხოვ, რომ ამირხანაშვილს დაუყენონ დაცვა, მირიანი არ მეცოდება, მაგრამ ამირხანაშვილი მეცოდება, პატარა ბიჭია მაინც“,- ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს მამამ ტვ-პირველის ეთერში განაცხადა.

mamago გაიტანეთ!
4 წლის უკან