ალექსანდრ ლუკაშენკო:  არეულობის წამქეზებლები ვილნიუსსა და ვარშავაში სხედან

ალექსანდრ ლუკაშენკო:  არეულობის წამქეზებლები ვილნიუსსა და ვარშავაში სხედან

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ქალაქ გროდნოში საკუთარი მხარდამჭერების აქციაზე მივიდა. ინფორმაციას სააგენტო Tut.by ავრცელებს.

როგორც მან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, არეულობის წამქეზებლები ვილნიუსსა და ვარშავაში სხედან.

„არეულობის წამქეზებლები თქვენ, ბელარუსები არ ხართ. ისინი იქ, ვარშავასა და ვილნიუსში სხედან. ხომ ხედავთ, სად გაიქცნენ ეს ალტერნატიული იდეის მხარდამჭერები? ზოგიერთი რუსეთსა და უკრაინაში დასახლდა“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

Aburjga Tasmanieli ალექსანდრ გრიგორევიჩ, თქვენ რა თქმა უნდა ჩემზე უკეთ იცით, მაგრამ არეულობის წამქეზებლები კი არა ვარშავასა და ვილნიუსში არეულობის ორგანიზატორები სხედან! რუსეთის კაპიტალსაც რაღა ტქმა უნდა ტქვენი საერთო სახალხო საკუთრება ყელში აქვს გაჩხერილი და პერმანენტულად ცდილობს ყველა თქვენი საწარმოს გადაყლაპვას! ხოლო უკრაინაზე რა გითხრათ, იქ რა ხდება ვერ გავიგე, მგონი სახელმწიფო გაუქმდა და ახლა პირწავარდნილი ოლხოკრატიაა!! ??
4 წლის უკან