„ბარსელონას“ ადმინისტრაცია მესის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის. ამის შესახებ ესპანური მედიასაშუალებები წყაროზე დაყრდნობით იუწყებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, დირექტორატში, საბჭოს ზოგიერთი წევრი არგენტინელი ფორვარდის გასხვისებას არ ეწინააღმდეგება.
არაოფიციალური ცნობით, მესის სატრანსფერო ფასი კატალონიური კლუბის კონტრაქტის მიხედვით, 700,000,000 ევროა.
ლიონელ მესის კონტრაქტი 2021 წელს იწურება. ფეხბურთელის შეძენის სურვილი „მანჩესტერ სიტიმ“ და მილანის „ინტერმა“ გამოთქვეს.
„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელთან, რონალდ კუმანთან შესახვედრად შვებულება ნაადრევად შეწყვიტა და კატალონიის დედაქალაქში დაბრუნდა.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბაიერნთან“ განცდილი სამარცხვინო მარცხის შემდეგ თითქმის ყველა ესპანური გამოცემა წერდა, რომ 33 წლის არგენტინელი „ბარსელონას" დატოვებას გეგმავს.