2022 წელს ჩვენ შევძლებთ თბილისიდან ჩავიდეთ უკვე რიკოთის მონაკვეთის გავლით, ვისარგებლოთ ქუთაისის მაგისტრალით და ასევე სამტრედია-გრიგოლეთის პირველი და მეორე მონაკვეთით, რომელიც უკვე გახსნილია, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ხაშურის შემოვლითი გზის გახსნაზე განაცხადა.
როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა 2021 წელს საქართველოს 34-კილომეტრიანი საერთაშორისო მაგისტრალი და 51-კილომეტრიანი საჩხერე-რაჭის გზა დაემატება.
„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მოქალაქეები ინტენსიურად სარგებლობენ ამ გზით შავი ზღვის კურორტების მიმართულებით და ჩვენი შიდა ტურიზმის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იყო ამ გზის გახსნა.
ჩვენ ვაგრძელებთ ამ გზის მშენებლობას, შემდეგი მონაკვეთი იქნება ჩუმათელეთამდე, საიდანაც გზა რიკოთის მიმართლებით გაგრძელდება. 2022 წელს ჩვენ შევძლებთ თბილისიდან ჩავიდეთ უკვე რიკოთის მონაკვეთის გავლით, ვისარგებლოთ ქუთაისის მაგისტრალით და ასევე სამტრედია-გრიგოლეთის პირველი და მეორე მონაკვეთით, რომელიც უკვე გახსნილია.
მთლიანობაში წელს უკვე გავხსენით 46 კილომეტრი ახალი საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალი და წლის ბოლომდე ეს რიცხვი 70 კილომეტრამდე გაიზრდება, ეს არის რეკორდული რაოდენობა რაც 1 წელში შევძელით რო გაგვეხსნა.
რაც შეეხება 2021 წლის გეგმებს, გაიხსნება ბათუმის შემოვლითი გზა და ასევე სამტრედია-გრიგოლეთის პირველი მონაკვეთი.
ჩვენ სრულად შევძლებთ ქუთაისის შემოვლითი გზით სარგებლობას წლის ბოლომდე და გაისად დავამატებთ 15-კილომეტრიან ახალ მონაკვეთს, რომელიც ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთს დაუერთდება. 2021 წელს დაგვემატება 34 კილომეტრი საერთაშორისო მაგისტრალი და 51 კილომეტრი საჩხერე-რაჭის გზა“, - განაცხადა ცქიტიშვილმა
დღეს ხაშურის შემოვლითი გზა გაიხსნა.