გიორგი გახარია ხაზარაძის მიერ წარმოდგენილ „მუქარის წერილზე: როგორც რიგითმა მოქალაქემ, გამოძიებასთან თანამშრომლობის ვალდებულება შევასრულე

გიორგი გახარია ხაზარაძის მიერ წარმოდგენილ „მუქარის წერილზე: როგორც რიგითმა მოქალაქემ, გამოძიებასთან თანამშრომლობის ვალდებულება შევასრულე

„ამ სასაცილო ისტორიაში ჩემთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი იყო - გამოძიებასთან თანამშრომლობის შესახებ, ჩემი ვალდებულება შემესრულებინა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა ხაზარაძის მიერ წარმოდგენილ „მუქარის წერილთან“ დაკავშირებით პროკურატურის დასკვნასა და მის ირგვლივ „ლელოს“ ლიდერების განცხადების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა.

„ამაზე ღიმილის გარეშე რა უნდა გიპასუხოთ?! ამ სასაცილო ისტორიაში ჩემთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რა იყო - გამოძიებასთან თანამშრომლობის შესახებ, მე ჩემი ვალდებულება, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქის, უნდა შემესრულებინა. მე ეს შევასრულე, ისევე, როგორც სხვებმა უნდა შეასრულონ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პროკურატურის დასკვნით, ხაზარაძის მიერ წარმოდგენილ „მუქარის წერილზე“ არსებული თითის ანაბეჭდები გიორგი გახარიას არ ეკუთვნის.