რამდენიმე წუთის წინ აფეთქების ხმა გაისმა ახალქალაქში. გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის მარდუნ მკოიანის მანქანა აფეთქდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
ავტომობილის აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.