დავითაშვილი

დავითაშვილი "რუბინს": "მალე ისევ გნახავთ"

ვოლგოგრადის „როტორის“ ახალწვეული ზურიკო დავითაშვილი ყაზანის „რუბინს“ სოციალური ქსელის მეშვეობით დაემშვიდობა და განაცხადა, რომ მათთან სასიამოვნო ერთი წელი გაატარა.

„დიდი მადლობა ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს, მადლობას გიხდით თქვენთან ერთად გატარებული წლისთვის. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, თქვენს მხარდაჭერას ყოველ თამაშზე ვგრძნობდი. წარმატებებს გისურვებთ, ისევ გნახავთ“, - დაწერა ქართველმა.

შეგახსენებთ, „როტორმა“ გუშინ დავითაშვილისა და სოლომონ კვირკველიას ტრანსფერები ოფიციალურად დაადასტურა. ორივე ჩვენებური ვოლგოგრადელებს 2020-2021 წლების სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა. ამავე გუნდში მათ ჯანო ანანიძე, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი დახვდათ.

"როტორი" რუსეთის პრემიერლიგას 16-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, მაგრამ წარუმატებელი სტარტი აიღო და სამ ტურში ერთადერთი ქულა მოიპოვა. მეოთხე ტურში ახლა უკვე რუსეთში ყველაზე მეტად "ქართული გუნდი" 22 აგვისტოს, "სოჭის" უმასპინძლებს. დავითაშვილმა "რუბინში" გატარებულ ერთ წელიწადში 29 თამაშში 2 გოლის გატანა მოახერხა.