დღეს გადაწყვიტეს რომ ანკეტები შეავსებინონ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება ეხმარება, ეს თავისთავად ცუდი აქტი არ არის, თუ რაიმე პირადი გამორჩენა არ დევს, - ასე გამოეხმაურა „ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ლევან ბეჟაშვილის განცხადებას, რომ 200-ლარიანი დახმარების მისაღებად „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხს ტექნიკურ დახმარებას უწევს.
„თუმცა მორალურად ძალიან რთულია გაამართლო ის უმოქმედობა და დესტრუქცია, რომელსაც ისინი ამ აქტით გვთავაზობენ - მიმავალ მატარებელზე შეხტომით ცდილობენ რაღაც პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ - ეს სირცხვილია“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით 200-ლარიანი დახმარების მისაღებად „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხს ტექნიკურ დახმარებას უწევს.
17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების გასაცემად რეგისტრაცია სპეციალურ პორტალზე 15 აგვისტოდან დაიწყო. რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე და ელექტრონულ პორტალზე.