ადვოკატის განცხადებით, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ სასამართლოზე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო

ადვოკატის განცხადებით, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ სასამართლოზე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოზე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება მოუხდათ.

მისივე თქმით, ზ.ხ. - ს ადგილზე პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწევა და თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას მისცემს, პროცესი გაგრძელდება.

,,იცით, რომ ზ.ხ. 4 დღეა შიმშილობს. როგორც ჩანს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, მითხრა, რომ თავბრუსხვევა აქვს და ვერ შეძლებს პროცესზე მონაწილეობის მიღებას. შესაბამისად, გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პირველადი დახმარება გაეწევა, რის შემდგომაც მიიღება გადაწყვეტილება ექნება თუ არა პროცესის გაგრძელების საშუალება. დაველოდებით, რას გვეტყვიან ექიმები და რამდენად შეძლებს მონაწილეობის მიღებას. ზ.ხ.-ს სურვილი აქვს, რომ მიიღოს პროცესში მონაწილეობა, თუმცა ვნახოთ, რამდენად მოგვცემს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას,” - აღნიშნა გიორგი გელხაურმა.