ყველანაირი პირობებია შექმნილი, რომ ყველაფერმა მიიღოს ის შედეგი, რა შედეგიცაა სამართლიანობისთვის დამახასიათებელი სტანდარტები, დანარჩენს უკვე გვანახებს დრო და შედეგი, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, არსებული ჩანაწერებიდან დღეს მცირე, მაგრამ მაინც დიდი მოცულობის მასალა ნახეს.
„ნათლად ჩანს, რომ თამუნა არათუ თავის მოსაკლავად, არამედ ნამდვილად სადღაც შეხვედრაზე მიდიოდა, რადგან სხვანაირად, რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით, ახლო ფორმატშიც დავინახეთ გადაადგილების მარშრუტი", - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.
კითხვაზე, რა აძლევთ ამის თქმის საშუალებას, ადვოკატმა განაცხადა, რომ - ძალიან ბევრი რამ.
„ვთქვათ, ისევე, რაღაც შესაძლებლობებიც იყო, მანქანა როგორ გადაადგილდებოდა. მანქანას თავისი გადაადგილებითაც ეტყობოდა. ნუ, არის რაღაცა მინიშნებები. გარდა ამისა, გეტყვით, რომ საეჭვო რაღაცებიც შევამჩნიეთ. აქამდე ეს გამოძიებასაც არ ჰქონდა შემჩნეული, რაღაც ნიუანსები. ეს თბილისიდან მომდინარეობს, თბილისიდან იწყება და შესაბამისად მაგის თაობაზე გვქონდა გამომძიებლებთან საუბარი. ამას მოიკვლევს. მე იმიტომ ვამბობ, რომ ერთი თვის განმავლობაში ყველაფერი მიდიოდა ძალიან ზერელედ. თქვენ წარმოიდგინეთ, თითქმის ცხრა საათი მიდიოდა დეტალურად შესწავლა.
გარდა ამისა, ექსპერტების შუალედური დასკვნებიც ვნახეთ. დამატებით დაიკითხა ქალბატონი თეონა, რადგან დროთა განმავლობაში საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის ძალიან ბევრი ფაქტი ახსენდება ქალბატონ თეონას, ბატონ ჯუმბერს, რაც მიმაჩნია, რომ გამოძიებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან საინტერესო ფაქტებისა და ინფორმაციის შემცველია. შემიძლია გითხრათ, რომ გაასმაგებულად ინტერესდებოდა გამოძიება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის საფუძველი, რომ ჩვენ დაიმედებით ვიყოთ. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დაჩქარებული ტემპით გადაწყდება ყველანაირი საგამოძიებო მოქმედება. ფაქტია, ეს ცხრა საათი მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო გრაფიკით მიმდინარეობდა და მაქსიმალურად ყველანაირი პირობებია შექმნილი, რომ ყველაფერმა მიიღოს ის შედეგი, რა შედეგიცაა სამართლიანობისთვის დამახასიათებელი სტანდარტები, დანარჩენს უკვე გვანახებს დრო და შედეგი", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.