თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტიდან 2 ინფიცირებულის წყარო უცნობია.
მისივე ინფორამციით, ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა 81%-ს შეადგენს.
„დაგვემატა 15 ახალი შემთხვევა, დღევანდელი მონაცემით 1385 დადასტურებული შემთხვევაა ქვეყანაში. 15 დადასტურებული შემთხვევიდან 4 ინფიცირებულის წყარო არის ლენჯერი, 6 პაციენტის წყარო არის კონტაქტები დადასტურებულ შემთხვევებთან, 3 პაციენტი არის იმპორტირებული, 2 შემთხვევაზე ეპიდკვლევა გრძელდება, კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით.
გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა 20-ით, 1128 გამოჯანმრთელებული გვყავს. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა 81%-არის, ამ მონაცემების შეჯერებით, კოვიდცენტრებში დღევანდელი მონაცემებით მკურნალობს 240 დადასტურებული შემთხვევა.
240 დადასტურებული შემთხვევიდან. 6 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, რომელიც კოვიდცენტრების რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ. 23 მძიმე პაციენტია, დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის და საშუალოზე მსუბუქია“, -განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, უშუალოდ თბილისის ინფექციურ სავადმყოფოში 32 ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. აქედან 1 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, 2 კი მძიმე.