ხვალიდან 24 აგვისტომდე საქართველოში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

ხვალიდან 24 აგვისტომდე საქართველოში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

21 აგვისტოდან 24 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვნად მატება, პატარა მდინარეებსა და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.