ოპოზიციური პარტიები საბურთალოზე მაჟორიტარულ კანდიდატად ირაკლი ოქრუაშვილზე შეთანხმდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მემორანდუმზე ხელისმომწერი პარტიები, მათი ლიდერები და წევრები ეთანხმებიან ოქრუაშვილის ორ ცნობილ განცხადებასაც’ - წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
„18 აგვისტოს ოპოზიციამ ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელშიც მითითებულია, რომ 30 პარტია როგორც საკუთარ, ისე ერთმანეთის ხმებს დაიცავს.
ამ გადაწყვეტილებით, ეს ოპოზიციური პარტიები საბურთალოზე მაჟორიტარულ კანდიდატად ირაკლი ოქრუაშვილზე შეთანხმდნენ. რაც იმას ნიშნავს, რომ მემორანდუმზე ხელისმომწერი პარტიები, მათი ლიდერები და წევრები ეთანხმებიან ოქრუაშვილის ორ ცნობილ განცხადებასაც:
- „... ამერიკის საელჩოსთან მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვა ჩვენი გეგმის ნაწილია. ჩვენ უნდა მივიდეთ სათავესთან და გადავკეტოთ ონკანი. ეს ონკანი მდებარეობს დიღომში, ამერიკის საელჩოსთან, საიდანაც მოდის ის ნიაღვარი, რომლითაც იწამლება ქართული საზოგადოება. თუ ჩვენ რუსები გვართმევენ ტერიტორიებს, ამერიკელები გვართმევენ თავისუფლებას.“ [10 მაისი, 2011 წ.]
- „...ვადასტურებ, რომ ჩემი მთავრობაში ყოფნის დროს, ხელისუფლებამ არაერთხელ გაუხსნა დერეფანი ისლამისტ ტერორისტებს. ამ საკითხების გადაწყვეტით დაკავებული იყო შს სამინისტრო, საქმის კურსში იყო სააკაშვილიც.“ [30 მაისი, 2011].
უკომენტაროდ...“ - წერს სოციალურ ქსელში გია აბაშიძე.
დარწმუნებული ვარ, ისე გაატარებენ ამ "ბომბ" ინფორმაციას, თითქოს ისლამისტი ტერორისტებისთვის (პრეზიდენტის ნებართვით!) დერეფნის გახსნაზე კი არ საუბრობდეს სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ყოფილი მაღალჩინოსანი, არამედ თურქეთიდან კიტრის და პამიდვრის მორიგი ულუფის იმპორტზე!