ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დაფინანსებით, აბასთუმანში, მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარი აშენდება

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დაფინანსებით, აბასთუმანში, მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარი აშენდება

 

აბასთუმანში, მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის ადგილი აკურთხეს

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დაფინანსებით, აბასთუმანში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მონასტრის ეზოში, მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარი აშენდება, - ამის შესახებ „საპატრიარქოს უწყებანი“ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ტაძრის მშნებლობის ადგილი მეუფე თეოდორემ აკურთხა. კურთხევას ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად ესწრებოდა.

„19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე აბასთუმანში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მონასტრის ეზოში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) აკურთხა მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრისთვის განკუთვნილი ადგილი.

ამ ტერიტორიაზე ტაძართან ერთად იგეგმება სამრეკლოსა და ტაძრისათვის აუცილებელი სხვა ნაგებობების აშენებაც. მეუფე თეოდორე და მონასტრის დედები მადლიერებით აღნიშნავენ, რომ მშენებლობას ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დააფინანსებს“, - ნათქვამია „საპატრიარქოს უწყებანის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.