ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყის ხანძარია - ცეცხლი მეჯვრისხევის განაპირას წიწვოვანი ტყის მასივს უკიდია. ხანძარი იმდენად ძლიერია, რომ მისი დანახვა ცენტრალური მაგისტრალიდანაცაა შესაძლებელი.
ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადები, იმ შემთხვევაში თუ ხანძარი მეჯვრისხევში გავრცელდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მეჯვრისხევის განაპირას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძრები ხშირია.