თუ დამიყენებენ ისანში მაჟორიტარ კანდიდატს, მე დავამარცხებ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატსაც და „ქართულ ოცნებასაც, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
გიორგი ვაშაძის თქმით, მას შეთანხმება არასდროს დაურღვევია. მან ასევე ტყუილი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობის” სიაში 10 მანდატი მოითხოვა.
„მე ვარ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება იცავს შეთანხმებას, რაც კი ოდესმე გაგვიკეთებია. იგივე მოლოდინი მაქვს „ნაციონალური მოძრაობისგან”. მათ უნდა გადაწყვიტონ, იცავენ შეთანხმებას, არ იცავენ შეთანხმება. თუ ისინი დაარღვევენ ამ შეთანხმებას, ეს ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ თუ დამიყენებენ ისანში მაჟორიტარ კანდიდატს, მე დავამარცხებ მასაც და „ქართულ ოცნებასაც”. ტყუილია, ტყუილი და კიდევ ერთხელ ტყუილი, რომ გიორგი ვაშაძემ ჩაშალა შეთანხმება. მე ცხოვრებაში არცერთი შეთანხმება არასდროს დამირღვევია. ტყუილია ასევე ის, რომ მე 10 მანდატი მოვითხოვე „ნაციონალური მოძრაობის” სიაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.