ბინები ვენესუელაში, რუსეთში, კანარის კუნძულებზე - ქართველი დეპუტატები, რომლებიც უძრავ ქონებას უცხო ქვეყნებში ფლობენ

ბინები ვენესუელაში, რუსეთში, კანარის კუნძულებზე - ქართველი დეპუტატები, რომლებიც უძრავ ქონებას უცხო ქვეყნებში ფლობენ

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია ამ მხრივ აქვს პარ­ლა­მენ­ტარ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილს, რო­მე­ლიც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბას" წარ­მო­ად­გენს. გე­ლაშ­ვი­ლი ფლობს უძ­რავ ქო­ნე­ბას ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში. 310 000 აშშ დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი 165 კვ.მ. სა­ცხოვ­რე­ბელს, მარ­გა­რი­ტის კუნ­ძულ­ზე. 6 700 000 აშშ დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბულ 52800 კვ.მ უძ­რავ ქო­ნე­ბას ასე­ვე მარ­გა­რი­ტას კუნ­ძულ­ზე.

დე­პუ­ტატ პა­ა­ტა კვი­ჟი­ნა­ძეს, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" წარ­მო­ად­გენს, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი აქვს რუ­სეთ­ში. მისი 53 კვ.მ ფარ­თო­ბის ბინა მოს­კოვ­ში, ტუ­ხა­ჩევ­სკის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს. დე­პუ­ტატ­მა იგი 40000 აშშ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. იგი ასე­ვე არის 100000 აშშ დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი 107 კვ.მ. სა­ცხოვ­რებ­ლის მე­პატ­რო­ნე მოს­კოვ­ში. დე­პუ­ტა­ტი რუ­სეთ­ში ასე­ვე ფლობს 200 000 და 5000 აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ცხოვ­რებ­ლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ოპოც­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტა­ტებს, ამ მხრივ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო დეკ­ლა­რა­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევრ კობა ნა­ყო­ფი­ას აქვს. პარ­ლა­მენ­ტა­რი ეს­პა­ნეთ­ში, კა­ნა­რის კუ­ძუ­ლებ­ზე ფლობს 300 კვ.მ. სა­ცხოვ­რე­ბელს. (ეს­პა­ნე­თი, კა­ნა­რის კუნ­ძუ­ლე­ბი, ჩა­ი­ო­ფა, ვილა 11 ბ), რო­მელ­შიც ნა­ყო­ფი­ამ 50 000 აშშ დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. მას უძარ­ვი ქო­ნე­ბა აქვს ასე­ვე რუ­სე­თი. მოს­კოვ­ში, კა­შერსკოე შოსე #55- ში 55 კვ.მ ფარ­თის ბინა, რაც ნა­ყო­ფი­ამ 56 000 აშშ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

დე­პუ­ტატს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილს სახ­ლი აქვს ირ­ლან­დი­ა­ში. 70 კვ.მ ფარ­თის სა­ცხოვ­რე­ბელ­ში მან 80 000 ევრო გა­და­ი­ხა­და.