"ბარსელონას" ახალი სპორტული დირექტორი რამონ პლანესი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია "ბარსელონას" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. 52 წლის ესპანელი აქამდე ერიკ აბიდალის თანაშემწე იყო, რომელიც კლუბმა გუშინ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.
აბიდალი კლუბიდან მას შემდეგ გაუშვეს, რაც "ბარსელონამ" 2019/20 წლების სეზონში წარუმატებლად ითამაშა და მისი მხარდაჭერით მოყვანილმა კიკე სეტიენმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე გუნდს წარმატება არ მოუტანა. რამონი კი აქამდე ესპანეთის რამდენიმე კლუბში მუშაობდა მათ შორის იყო "ხეტაფე", "რაიო", "ელჩე" და "ესპანიოლი".