კახა კალაძე NDI-ის ანგარიშზე: ძალიან ბევრი უზუსტობაა, არჩევნები ჩატარდება მშვიდ გარემოში, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა

კახა კალაძე NDI-ის ანგარიშზე: ძალიან ბევრი უზუსტობაა, არჩევნები ჩატარდება მშვიდ გარემოში, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, NDI-ის ანგარიშში, სადაც წინასაარჩევნო გარემოა შეფასებული, უზუსტობებია.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნები ჩატარდება მშვიდ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი შესაძლებლობა მიეცემა, რომ საზოგადოებას საკუთარი ხედვა წარუდგინოს.

“აშკარად გარკვეული უზუსტობები არის და რატომ არის ეს უზუსტობები, რა თქმა უნდა, უნდა ვკითხოთ მათ, ვინ გააკეთა, ვინ იყო, ვინ იკვლევდა. ხომ უნდა არსებობდეს ფაქტები? ძალიან ბევრი უზუსტობაა. არჩევნები ჩატარდება მშვიდ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას წარუდგინოს საკუთარი ხედვა, მიაწოდონ თავიანთი გეგმები, თუ როგორ ფიქრობენ ქვეყნის განვითარებას, წარუდგინონ პროგრამები, ამის შესაძლებლობა ყველა პოლიტიკურ პარტიას მიეცემა თანაბარ პირობებში”,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, არჩევნებთან დაკავშირებით NDI-ის ანგარიშში წერია, რომ არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება, “რაც კიდევ უფრო აძლიერებს პოლარიზაციას და საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას აკნინებს”.