ეკატერინე ტიკარაძე: აუცილებელია, აჭარა და გურია არ მოხვდეს რეგიონების იმ ჩამონათვალში, რომლებიც ჩაიკეტა

ეკატერინე ტიკარაძე: აუცილებელია, აჭარა და გურია არ მოხვდეს რეგიონების იმ ჩამონათვალში, რომლებიც ჩაიკეტა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია საყურადღებოა.

„დღესდღეობით საკმაოდ კარგად განვითარებული შიდა ტურიზმი გვაქვს და შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაკადი არის ზღვისპირეთში. აუცილებელია, რომ ეს გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ არ მოხდეს ლოკალურად ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება და აჭარა და გურია არ მოხვდეს რეგიონების იმ ჩამონათვალში, რომლების ჩაკეტვაც მოხდა”, -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, სწორედ, ზღვისპირეთში ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბარ-რესტორნების და სასტუმროების მომსახურე პერსონალს ჩაუტარდეს ტესტირება.