ალექსანდრ ლუკაშენკო:  ქალაქ გროდნოში უკვე პოლონეთის დროშებია აღმართული, მსგავსი ფაქტები რადიკალური ზომებით იქნება ჩახშობილი

ალექსანდრ ლუკაშენკო:  ქალაქ გროდნოში უკვე პოლონეთის დროშებია აღმართული, მსგავსი ფაქტები რადიკალური ზომებით იქნება ჩახშობილი

ქალაქ გროდნოში უკვე პოლონეთის დროშებია აღმართული. ეს მიუღებელია და მსგავსი ფაქტები რადიკალური ზომებით იქნება ჩახშობილი, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, უშიშროების საბჭოს სხდომაზე განცხადა.

ლუკაშენკოს თქმით, ვინც ფიქრობს, რომ მთავრობა შეტორტმანდა, ცდება. მისივე განცხადებით, მთავრობაში არის ხალხი, ვისზე დაყრდნობაც შეიძლება და ხელისუფლება თავის გზას გააგრძელებს.

„ვინც ქვებს ლესას, განსაკუთრებით საზღვარგარეთ და ეს უკვე აშკარაა, სერიოზულ წინააღმდეგობას შეხვდება. ეს უსაფუძვლო არ არის. ქალაქ გროდნოში უკვე პოლონეთის დროშებია აღმართული. ეს მიუღებელია. მსგავსი ფაქტები რადიკალური ზომებით იქნება ჩახშობილი“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ბელარუსის მთავრობის საწინააღმდეგო აქციებზე მოქალაქეებს თეთრ-წითელი დროშები აქვთ, რომელიც 1991-1995 წლებში ბელარუსის სახელწმიფო დროშა იყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გროდნო გახდა ბელარუსის პირველი დიდი ქალაქი, რომლის ხელისუფლებამ ოპოზიციის მოთხოვნები შეასრულა.

Aburjga Tasmanieli ბატკა ნუ აგვიანებ! ომი ომია! რა მნიშვნელობა აქვს ნატოს მიერ ზუგგამაგრებული ტანკებით შემოიჭება შლიახტა თუ შემოცოცდებიან უიარაღოდ ქურდებივით და ბელორუს ხალხს სახელმწიფოებრივობას მოპარავენ?! ხედავ რა მოიგონეს "ხელისუფლების ტრანსფერტი" უნდა განვახორციელოთო, მშვიდობიანი ტრანსფერტიო, აგირჩიეს არ აგირჩიეს არ გვაინტერესებს, არც ახალი არჩევნები გვინდა... ახლავე გვინდა ხელისუფლებაო, ახლავეო, უპირობოდ უნდა ჩაგვაბაროო!!! ამას გეუბნებათ ე.წ. "საკოორდინაციო საბჭო", რომელიც მთლიანად დიდი პოლონეთის და დიადი ლიტვის სამთავროს აღდგენის მომხრეებითაა დაკომპლექტებული! ბელორუსიის დროშა ბელორუსმა ხალმა რეფერენდუმით განამტკიცა, ვიღაცას ან თუნდაც თქვენი ახირება ხომ არ არის?! ლამაზი თქვენი ქვეყნის შესაბამისი შინაარსით დატვირთული დროშაა!! სამაგეოროდ კი რა აღმართეს, თეთრი პროსტინა რომელზეც საქალწულე სისხლის ნაკადია?! ფუ მაგათ>>>!
4 წლის უკან