ვაპირებ პროდასავლური კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვიყო, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ამასთან ერთად, ვაშაძემ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის ჩამოყალიბება გამორიცხა.
„გამოვრიცხავ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ რამე კოალიცია შეიქმნას. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ პროდასავლური კოალიცია იმ პროდასავლური ძალებისგან, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან. ვაპირებ, ვიყო ამ პროდასავლური კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი“,- განაცხადა ვაშაძემ.
რამდენიმე დღის წინ ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძე ბნელ მხარეზე გადავიდა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.