ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა

ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა

დემოკრატიულმა პარტიამ ჯო ბაიდენი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატად ოფიციალურად დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

ეს გადაწყვეტილება დემოკრატებმა ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში გამართულ ყრილობაზე მიიღეს. პანდემიის გამო კენჭისყრა ვირტუალურ ფორმატში ჩატარდა. შტატების დელეგაციების წარმომადგენლება დელეგატების გადაწყვეტილებები გამოაცხადეს. ბაიდენის მთავარ კონკურენტად ვერმონტის შტატის სენატორი ბერნი სანდერსი ითვლებოდა, თუმცა აპრილში საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა.

საერთო ჯამში ბაიდენმა 3 550-ზე მეტი, სანდერსმა კი 1 150-ზე მეტი დელეგატის ხმა მიიღო. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება. ჯო ბაიდენის მეტოქე ქვეყნის მოქმედი ლიდერი დონალდ ტრამპი იქნება.