ალექსანდრე ლუკაშენკო ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს

ალექსანდრე ლუკაშენკო ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ BBC-ი წერს.

უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიერ ჩამოყალიბებული 35-კაციანი საკოორდინაციო საბჭოს მიზანი, რომლის წევრები ხელოვანები, მწერლები და ბიზნესმენები არიან, ხელისუფლების მიტაცებაა და რომ „ცხელი თავების გასაგრილებლად“ ყველა საშუალება აქვს.

“ისინი მხოლოდ ხელისუფლების გადაცემას ითხოვენ. მათი მიზანი ნათელია : ეს არის ხელისუფლების მიტაცების მცდელობა მთელი თავისი შედეგებით,“- განაცხადა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ არჩევნებზე ხმების მასობრივი გაყალბება მოხდა და გამარჯვებული არა ალექსანდრე ლუკაშენკო, არამედ ოპოზიციის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაიაა. ისინი პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ. აქციების დროს სამართალდამცავებთან შეტაკებების შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა, აქციის 2 მონაწილე კი - გარდაიცვალა.

Aburjga Tasmanieli ბატონო პრეზიდენტო, ალექსანდრ გრიგორევიჩ, გამაგრდით, არც ერთი ნაბიჯი უკან, თქვენს უკან ბელორუსიაა რომელსაც მოწიფულობის დღიდან თავდაუზოგავათ ემსახურეთ! აყვავებული, გაკრიალებული ინდუსტრიული და აგრარულად ძლიერი თანამედროვე სახელმწიფო! პოლონეთს და ლიტვას სული უკაწკაწებთ, მოუთმენლად ელიან როდის დაიშლება ბელორუსია, რომ ბელორუსიის მიწები დაინაწილონ! ბევრი ბელორუსიის მოქალაქე გადაცდომაშია, გამოურეცხათ ტვინი მტრულმა დასავლურმა პროპაგანდამ, ბევრმა არ იცის რა მოელის. ბევრა იცის რომ უფსკრულია, მაგრამ ისეა დაჰიპნოზებული მაინც იქეთ მიექანებიან. თქვენ უნდა გადაარჩინოთ ეს გადაცდომილები, თქვენ უნდა დაიცვათ მართლმადიდებელი ქრისტიანი ბელორუსია!
დიდება სტალინს!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli დააპატიმრეთ ეს რამდენიმე ნაძირალა ვინც ე.წ. საკოორდინაციო საბჭო შექმნა, ისინი ხომ ბელორუსიის პირწავარდნილი მტრები არიან! აგერ მე ვიცი ვინ ვინ არის, რა სულით ცხოვრობენ და უცხოვრიათ! დიახ მეც კი ვიცი, რომ ესენი არ მორჯულდებიან და თქვენ არ იცით?? მაგათი ხაზეინები პოლონეთში და იმის იქთ დასავლეთში ცხოვრობენ, მაგათ ხომ ღმერთი არ სწამთ?!! ამიტომ მაგათი ღმერთიც და ხაზეინიც ლიბერასტული დასავლეთია! იმათი სიტყვა მათთვის კანონია! ეს ხომ სახელმწიფო გადატრიალებაა! ჰოდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისათვის, სამშობლოს ღალატისათვის დააპატიმრეთ და დახვრიტეთ! თუ ამას არ იზამთ მილოშევჩის და კორაჯიჩის ბედი არ აგცდებათ!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli იმ სვეტლანა ალექსსევიჩს (გვარია) არ იცით ნობელის პრემია რაში და რატომ მისცეს?! იმთავითვე სოლჟნიცინი #2 დაგისახლეს ბელორუსიაში! არ იცი იმის თახსირ წიგნებში რა წეია, როგორაა გადათარგმნილი მეორე მსოფლიო მომში ბელორუსი ხალხის გმირული ბრძოლა, როგორაა გათანაბრებული გმირობა დურაქობასთან და სამშობლოს ღალატი გამართლებული, შიოდათ, სწყუროდათ, სციდათ და თანამშრომლობდნენ ფაშისტებთან, აბა რა ექნაო?!!! ნობელის პრემიას ისე ვინ მოქცემს თუ შენს სამშობლოს ლაფი არ დაასხი, დასამალი ისტორიის ბნელი მომენტები არ გამოამზეურე და ახალი საღებავებით არ შეღებე!
4 წლის უკან