რატომ აკურთხებენ ხილს ფერისცვალების დღესასწაულზე და რა უნდა იცოდეს მორწმუნემ უდიდესი მოვლენის შესახებ

რატომ აკურთხებენ ხილს ფერისცვალების დღესასწაულზე და რა უნდა იცოდეს მორწმუნემ უდიდესი მოვლენის შესახებ

19 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ეპიზოდს უკავშირდება.

მა­ცხო­ვარ­მა სამი მო­წა­ფე, პეტ­რე, ია­კო­ბი და იო­ა­ნე თაბორის მთაზე წაიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა. ფე­რის­ცვა­ლე­ბი­სას იე­სოს­გან ისე­თი ნა­თე­ლი გა­მო­დი­ო­და, რომ მო­ცი­ქუ­ლებ­მა თვა­ლი ვერ გაუსწორეს და პირქვე დაემხნენ.

ფე­რის­ცვა­ლე­ბის ჟამს მო­ცი­ქუ­ლებ­მა და­ი­ნა­ხეს, რომ უფალს მარ­ჯვნივ და მარ­ცხნივ მოსე და ელია წინასწარმეტყველები ედგნენ,ზეციდან კი მა­მის ხმა მო­ის­მა: „ესე არს ძე ჩემი საყ­ვა­რე­ლი, რო­მე­ლი მე სათნო ვიყავ; მაგისი ისმინეთ!“​ – ამის შემ­დეგ მა­ცხო­ვარ­მა კვლავ ად­რინ­დე­ლი სახე მი­ი­ღო და მოციქულებს უბრძანა, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მის აღ­დგო­მამ­დე არა­ვის­თვის ეთ­ქვათ.

ფერისცვალების დღესასწაული მართლაც განსაკუთრებულია - იგი ეხება არა ძე კაცისას ზეციდან გარდამოსვლისა და განკაცების საიდუმლოს, არა მაცხოვრის ქვეყნიურ მოღვაწეობას, არამედ საუკუნო ცხოვრებას. იესომ ფერისცვალება იმისთვის ინება, რომ ცხადად ეჩვენებინა მოციქულთათვის და ყველა მორწმუნისათვის საიდუმლო მომავალი ცხოვრებისა, მდგომარეობა გამართლებული ადამიანისა - ჩვენი ცხონება სულიერ ფერისცვალებასა და გაბრწყინებაში მდგომარეობს.

ეს ის პერიოდია, როცა თითქმის ყველანაირი ხილია შემოსული და ეკლესიაში დამკვიდრდა ტრადიცია ფერისცვალების დღესასწაულზე, წირვის შემდგომ მათი კურთხევისა, რაც სიმბოლურად იმას ნიშნავს, რომ კურთხევით განიწმინდება ადამის ცოდვით შებილწული ხილი და იმ სიწმინდეს იბრუნებს, რომლითაც ედემის ბაღში იყო მოსილი.

Aburjga Tasmanieli ის ელია ილიაა თუ სხვადასხვა წმინდანები არიან?! რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ილია წინასწარმეტყველს მიაგებს პატივს და ამიტომ ვიკითხე!
4 წლის უკან