კიდევ სად მუშაობდა და რაზე ოცნებობდა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ბაია ბერუაშვილი

კიდევ სად მუშაობდა და რაზე ოცნებობდა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ბაია ბერუაშვილი

როგორც ირკვევა, ბაია ბერუაშვილი გარდა „ბაუჰაუსისა“, კომპანია „ბილაინშიც“ მუშაობდა, თუმცა სამსახურიდან წამოსვლას აპირებდა… როგორც მეგობარი ამბობს, ბაია ბერუაშვილი ბარ „ბაუჰაუსის“ პარალელურად, კომპანია „ბილაინში“ მუშაობდა, თუმცა იქიდან მომდევნო თვეში წამოსვლას აპირებდა. მის აუხდენელ ოცნებად კი საკუთარი ბარის გახსნა დარჩა…

„პროფესიით ფსიქოლოგი გახლდათ. ცოტა ხანი „ბორმენტალში“ ფსიქოლოგად, მერე კი, ბარ „ბაუჰაუსში“ მუშაობდა. ოცნებობდა, თავისი ბარი გაეხსნა.

როგორც ვიცი, ბოლოს კომპანია „ბილაინშიც“ მუშაობდა. იქიდან წამოსვლას აპირებდა, განცხადებაც ჰქონდა დაწერილი, მაგრამ რატომ აპირებდა წამოსვლას არ ვიცი. სექტემბერში მოდიოდა მაგ სამსახურიდან.

როგორც გავიგე, „ბაუჰაუსში“ მეგობრის დაბადების დღეზე იყო. მერე რა მოხდა, არავინ იცის. სავარაუდოდ,  გადავარდა იქიდან, შემდეგ ალბათ, ბიჭმა მისი დახმარება სცადა“, - ამბობს ბაიას მეგობარი „კვირის პალიტრასთან“