„გაერთიანებულ ოპოზიციაში კარგად იციან, რომ ძალაუფლებაში ვერ მოვლენ. ამიტომ დღეს რეალურად ბრძოლა მიდის „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის ერთმანეთის ელექტორატის ხელში ჩასაგდებად; საფუძველს მოკლებული არ არის, რომ „ევროპული საქართველო“ ცდილობს მოხსნას სააკაშვილის ფაქტორიც“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციაში შექმნილ ვითარებას.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ უთანხმოება ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით მოიხსნა, მაგრამ პარტნიორი პარტიების მხრიდან გაკეთებული ბოლო განცხადებები, „ნაციონალების“ აზრით, აზიანებს ერთობას, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში.
„რაც დღეს ოპოზიციში ხდება, არის იწილო-ბიწილოს თამაში. იმდენად აბსურდული სიტუაციაა, რომ რაიმე სერიოზული წარმატება გამორიცხულია. ეს თავადაც კარგად იციან. დღეს რეალურად ბრძოლა მიდის „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის, რათა ხელში ჩაიგდონ ერთმანეთის ელექტორატი.
„ნაციონალური მოძრაობას“ ოპოზიციაში ყველაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს და ამ ხმებიდან 90% არის სააკაშვილის. ამიტომ საფუძველს მოკლებული არ არის, რომ „ევროპული საქართველო“ ცდილობს მოხსნას სააკაშივლის ფაქტორი. მაგალითად, თუ ამ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მიიღებს 10%-ზე მეტს და თანაც სააკაშვილის ფაქტორი მოიხსნება, „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი „ევროპული საქართველოსკენ“ შეიძლება წამოვიდეს. ანუ სააკაშვლი როგორც არის ლოკომოტივი თავის პარტიისთვის, ასევ არის მუხრუჭი.
„რამდენად ჩააანცვლებს ბოკერია სააკშვილს, არ ვიცი, ამაზე პასეანსს ვერავინ გაშლის, რომ გინდა თუ არა ასე უნდა იყოს. „ოცნება“ დღეს ისეთ ვითარებაშია, რომ კოალიციის შესაქმენად დასახმარებლად მისვლა არც „ნაციონალებთან“ დასჭირდება და არც „ევროპულ საქართველოსთან“. ამომრჩევლისთვის კი თუ სააკაშვილია მიუღებელი, რატომ იქნება მისაღები ბოკერია?“ - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.