ეტო'ო:

ეტო'ო: "ბარსელონა" არის მესი და თუ გუნდიდან წავა, მაშინ კლუბმა სახელი უნდა შეიცვალოს"

ვეტერანმა კამერუნელმა ფეხბურთელმა სამუელ ეტო’ომ „ბარსელონადან“ ლიონელ მესის შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა. აფრიკელის განცხადებით, „ბარსელონა“ ეს არის მესი და თუ არგენტინელი გუნდიდან წავა, მაშინ გუნდმა სახელი უნდა შეიცვალოს.

„მესი ჩემი შვილივით მიყვარს, მისთვის ყოველთვის საუკეთესო მინდა. „ბარსელონა“ არის მესი და ვფიქრობ, რომ თუ მესი გადაწყვეტს გუნდის დატოვებას, მაშინ „ბარსელონამ სახელი უნდა შეიცვალოს. „ბარსას" გაუმართლა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს და ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კარიერა „ბარსელონაში“ დაასრულოს“, - განაცხადა სამუელმა.

შეგახსენებთ, ეტო’ო და მესი „ბლაუგრანას“ რიგებში 5 წელი მხარდამხარ თამაშობდნენ. მესის კატალონურ გრანდთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და კლუბის ბოლოდორინდელი წარუმატებელი შედეგებიდან გამომდინარე მისი „კამპ ნოუდან“ წასვლის შესახებ ინფორმაცია ინტენსიურად ვრცელდება.