„ბატკამ“ წითელ ხაზს გადააბიჯა

„ბატკამ“ წითელ ხაზს გადააბიჯა

სრულდება თუ არა ერთ დროს „ბატკად“ აღიარებული ალექსანდრე ლუკაშენკოს ეპოქა ბელორუსში პრეზიდენტად ყოფნის 26-ე წლისთავზე?! ერთ დროს ალექსანდრე ლუკაშენკო უყვარდათ და ბელორუსები სიყვარულით „ბატკად“ მოიხსენიებდნენ, ახლა კი სულ უფრო ხშირად ჩნდება შეფასებები, რომ ის ევროპის უკანასკნელი დიქტატორია.

9 აგვისტოს ბელორუსში საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნებს მას შემდეგ მოჰყვა, რაც ცნობილი გახდა, რომ ლუკაშენკომ ხმათა 80% მიიღო, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ-10%. დაძაბულობა დემონსტრანტებსა და სპეცდანიშნულების რაზმის შეტაკებებში გადაიზარდა. არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამოსული მოსახლეობა პოლიციამ რეზინის ტყვიებით და წყლის ჭავლით დაშალა. ხალხის ნაწილი დაკავებულია, ინტერნეტი გათიშულია, სამთავრობო მედია კი დემონსტრანტებს ღორებად, ლოთებად და ნარკომანებად მოიხსენიებს.

ჯერ კიდევ წლების წინ ლუკაშენკომ ოპოზიციის ლიდერები ციხეში გაისტუმრა. მაისის თვიდან მოყოლებული, ქვეყანაში დააკავეს 1000-ზე მეტი აქტივისტი, უფლებადამცველი, ჟურნალისტი.

როგორც ამბობენ, ლუკაშენკოს ერთადერთი მოკავშირე დარჩა - ვლადიმერ პუტინი და ეს მაშინ, როცა მათ შორის ურთიერთობა მარტივი არ არის.

ქართველებს ლუკაშენკოს მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გვაქვს, მართალია, მან დე ფაქტო აფხაზეთის აღიარებაზე უარი თქვა, მაგრამ რუსებს თითქოს მოუბოდიშასავით, რომ ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო იზოლაციის შიშით მიიღო. ლუკაშენკო თავს იმართლებდა, „მზად ვიყავი, მეღიარებინა აფხაზეთი, მაგრამ რა იქნება ხვალ? ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ჰავიერ სოლანა მოვიდა ჩემთან და მითხრა, თუ აღიარებთ აფხაზეთს, გაგთიშავთ საერთაშორისო საბანკო სისტემიდან, რაც ნიშნავს, რომ სრულ იზოლაციაში მოხვდებით“.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ დღე-დღეზე შეიძლება ლუკაშენკოს რეჟიმი დაემხოს.

„მას, ალბათ, მოუწევს წასვლა. ცოტა ხნის წინ გამოვთქვი მოსაზრება, თუ ბელორუსის პროვინციებსა და ქალაქებში დაიწყება მასობრივი გამოსვლები, ლუკაშენკოს ბედი გადაწყვეტილია-თქო. თუ არ იქნებოდა რეგიონებში გამოსვლები, ლუკაშენკოს კიდევ ჰქონდა გარკვეული შანსი. თუმცა ეს მაინც, ყველა ვარიანტში, ბოლო არჩევნები იქნებოდა ლუკაშენკოსთვის. რახან რეგიონებში დაიწყო მასობრივი გამოსვლები, ძალოვან სტრუქტურებშიც პროტესტის ნიშნად დატოვეს თანამდებობები და პოზიციები, შესაბამისად, ლუკაშენკოს დამხმარედ მხოლოდ დარჩა გამხეცებული „ომონი“ და ანტიტერორისტული ცენტრი „ალმასი“, რომელიც ლუკაშენკოსთვის დაახლოებით ისეთივეა, პირადი „სეკურიტი“ რომ ჰყავდა ჩაუშესკუს“,- აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ for.ge- სთან საუბრისას.

მანვე განმარტა, რომ „ალმასის“ ეს ჯგუფი საქართველოში 2007 წლის ნოემბრის დარბევებშიც მონაწილეობდა. ვანო მერაბიშვილი მათთან თანამშრომლობდა და „ალმასის“ მაგალითზე შექმნა ციხეების სპეცრაზმი. „ალმასის“ და ბელორუსიის კგბ-ს ოფიცრები იყვნენ მრჩევლებად და თანამშრომლობდნენ მერაბიშვილის ძალოვან სტრუქტურასთან.

ვახტანგ მაისაიას აზრით, ყველას აქვს თავისი წითელი ზონა და „ბატკამ“ გადალახა ეს წითელი ზონა. მისი შეფასებით, ბელორუსები არიან ძალიან მიმტევებელი, ალალი, წყნარი, პატიოსანი ხალხი, უკრაინელებისა და რუსებისგან განსხვავებით, ბელორუსები უფრო ევროპული მოდელის სლავები არიან. მათ ყოველთვის სურდათ, სტაბილურობა შეენარჩუნებინათ, მაგრამ „ბატკამ“ წითელ ხაზებს გადააბიჯა. ლუკაშენკოს რომ დაეწერა, რომ მან მიიღო არჩევნებში 58- 60%, კიდევ ერთ ვადას გადაატარებდა თავისუფლად, მაგრამ მან მეტი მოინდომა, 80% ნამდვილად არ მიუღია, ამ საქციელმა უკვე ბელორუს ხალხს მოთმინების ფიალა აუვსო.

„ლუკაშენკოს არ ჰყავს ძლიერი ოპონენტები, სვეტლანა ტიხონოვსკაია და სხვები არ არიან ძლიერები. ვინც იყო ძლიერი ოპონენტი, დავუშვათ, ვიქტორ ბაბარიკა, სერგეი ტიხონოვსკი, ანუ სვეტლანას მეუღლე, ბლოგერები, ესენიც არ არიან მაინცდამაინც ძლიერი ოპონენტები, მაგრამ სვეტლანასთან შედარებით მაინც ძლიერი კანდიდატები იყვნენ. ლუკაშენკომ ისინი დააპატიმრა, ფაქტობრივად, მოახდინა ტოტალური გაყალბება. ასეთი გაყალბება ლუკაშენკოს 2002 და 2010 წლებში არ მოუხდენია. როცა პოლიტიკური ოპონენტები დაიჭირა, სააკაშვილის ტექნოლოგია გაიმეორა, ქალი დაიჭირა, შვილისა და მეუღლის მოკვლით დააშანტაჟა, როგორც ირაკლი ოქრუაშვილს გაუკეთეს სააკაშვილმა და მერაბიშვილმა. დიდი ეჭვი მაქვს, ლუკაშენკოს არმიამ დაუჭიროს მხარი. შეიძლება მოვლენები განვითარდეს რუმინეთის 1989 წლის მოვლენების მსგავსად და ბელორუსის არმიისა და სპეცდანიშნულების თუ შინაგანი ჯარების მიმართულებით შეტაკებები დაიწყოს“,- აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი გიორგი რუხაძე მიიჩნევს, რომ ეს საკითხი დასრულებული არ არის, ლუკაშენკო ასე ადვილად არ აიკიდებს გუდა-ნაბადს და არ წავა. ბელორუსში სერიოზულ ცვლილებას, პირველ რიგში, დასჭირდება თვითონ ბელორუსი ხალხის მობილიზაცია, მათ უნდა გადაწყვიტონ, რომ შესწევთ ძალა და მიაჩნიათ, რომ ლუკაშენკოს აღარ ეკუთვნის ხელისუფლება.

„თუ ეს მოსახლეობამ შიგნით არ იგრძნო და არ გადაწყვიტა, არაფერი არ უშველის ამ ამბავს. მეორე მხრივ, დასავლეთიდან უკვე არის სერიოზული გზავნილები, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, ვერც თავისუფალ არჩევნებს ვერ დაარქმევენ ამას. ვაშინგტონიდანაც და უკვე ბრიუსელიდანაც, განსაკუთრებით, ევროპარლამენტიდან ძალიან მკაცრი გზავნილებია. ჩემთვის სიგნალია დასავლური ქვეყნის ელჩების გამოჩენა საპროტესტო აქციებზე და დაღუპულთა ხსოვნის ადგილებში, ეს ნიშნავს, დასავლეთი ღიად განიხილავს და ხედავს ლუკაშენკოს რეჟიმის ცვლილების საკითხს“, - აცხადებს გიორგი რუხაძე ჩვენთან საუბრისას და დასძენს, როდესღაც ეს ამბები უნდა დასრულდეს, დიქტატორები როდესღაც თმობენ ხელისუფლებას, ან მშვიდობიანად, ან ძალით. იმედია, მეტი მსხვერპლი არ იქნება ბელორუსში და, თუ მოსახდენია ასეთი ცვლილება, მშვიდობიანად განხორციელდება.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი განმარტავს, რომ ლუკაშენკოს მოქმედებები ხისტი აღმოჩნდა, ის გასცდა ყველანაირ ზღვარს, ინტერნეტი დახურა, დარბევებსა და დაჭერებზეც არ თქვა უარი, ორი ადამიანი შეეწირა ამ ამბავს. ასე რომ, რაც არ უნდა მშვიდი და წყნარი ხალხი იყვნენ ბელორუსები, მათ ვერაფერი შეაჩერებს.

„ის დიქტატორია, ოღონდ ცოტა უფრო კარიკატურული დიქტატორი. სტალინის ტიპის დიქტატორი არ არის. ლუკაშენკოს მომგებიანი პოზიცია ხალხის წინაშე ჰქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ ის თავისუფლების ფასად იძლეოდა სტაბილურობას და მეტ-ნაკლებად ეკონომიკურ კეთილდღეობას. ბელორუსში პენსიის ოდენობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში. მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაზე მეტიც ჰქონდათ პენსია. თავისუფლების სანაცვლოდ ასეთი ფასი მისაღები იყო ხალხისთვის რაღაც ეტაპამდე, მაგრამ მერე, როცა ეს ფასი ძალიან გაძვირდა, დარბევები, ყოველგვარი უფლებების ფეხქვეშ გათელვა დაემატა, წარმოუდგენელი რამ მოხდა, ინტერნეტი გაუთიშა ხალხს, ყველაფერი შეიცვალა. მარტო დიქტატორები თუ იქცევიან ასე. რაღაც პერიოდი შეიძლება ლუკაშენკომ ეს გადააგოროს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ის ვადის ბოლომდე ვერ მიაღწევს“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი for.ge- სთან საუბრისას.

Aburjga Tasmanieli ვახტანგ მაისაიას მინდა ვკითხო, იქნებ შენ იცი რა არის იმ ბელორუსების უკმაყოფილების მიზეზები რომლებიც ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამოდიან?! თავისი პრეზიდენტობის 26 წლის განმავლობაში რა ქნა ლუკაშენკომ ისეთი, რომ ხალხის ესოდენ უკმაყოფილება გამოიწვია?! ისეთი უკმაყყოფილება, რომ ვიღაც ქალი, არსაიდან მოსული, არაფრით გამორჩეული, მანამდე სრულიად უცნობი, მოლედ რომ ვთქვათ, პოლიტიკური არარაობა არჩიეს ამ სამშობლოსათვის თავდადებულ კაცს, რომელიც მათ, ბელორუსი ხალხის ინტერესებს 26 წელი დღე და ღამ მუხლჩაუხრელად ემსახურა?!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ამ ერთხაზიანმა პოსტებმა მომიღო ბოლო, ვერ ვხედავ რას ვწერ და აქედან ამდენი შეცდომები ორთოგრაფიაში, პუნქტუაციაში, სინტაქსში!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მთელ ბელორუსიაში რაც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანია ყველა, უკლებლივ ყველა გარეთაა, ყველა ქუჩაშია, ყველა რაღაცას აპროტესტებს! მაინც სულ რამდენია ასეთი პროტესტანტი, 200 ათასი, 400 ათასი?! მაგრამ მათ გარდა ბელორუსიაში კიდევ 9 მილიონი კაცი ხომ ცხოვრობს?! ვინც იმ უსაგნო პროტესტს არ ემხრობა სახლშია და სამსახურში დადის, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ ბატონი პრეზიდენტი აუცილებლად გააკეთებს მათ გასაკეთებელსაც და დაიცავს ქვეყანას და თავსაც, მარტოკაც კი! ! ! ეს სხლში მსხდომი და სამსახურში მოსიარულე ხალხი ლუკაშენკოს მომხრენია!! ამიტომაც როცა ჩატარდა არჩევნები ლუკაშენკომ მიიღო ხმათა 80%, ხოლო ვიღაც სხვებმა, ვინც იმ ქუჩაში გამოსული თუნდაც ნახევარი მილიონი კაცის ინტერესების გამტარებლია, ყველამ ერთად მიიღეს 20%!!!
ვოტ ი ვსიო!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli დარწმუნებული ვარ 2007-2008 წლებში ბატონი ლუკაშენკო რომ ყოფილიყო რუსეთის პრეზიდენტი, ის უბედურება რომელიც 2008 წელში მოხდა საქართველოში,
არ მოხდებოდა, არ მოხდებოდა!
3 წლის უკან
DDDzia Aburjga Tasmanieli
"დარწმუნებული ვარ 2007-2008 წლებში ბატონი ლუკაშენკო რომ ყოფილიყო რუსეთის პრეზიდენტი, ის უბედურება რომელიც 2008 წელში მოხდა საქართველოში, არ მოხდებოდა!"

რატომ არ მოხდებოდა?
ლუკაშენკო დააშოშომინებდა დორბლიანს, თუ პინდოსებს დაუყვავებდა, რომ დორბლიანი არ გაექეზებინათ?
3 წლის უკან
DDDzia აი ლუკაშენკო ჩვენი პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, მაშინ ნამდვილად არ მოხდებოდა ის უბედურება და აფხაზებიც, ოსებიც და რუსებიც ახლა ნორმალურად იცხოვრებდნენ.
3 წლის უკან
romani Aburjga Tasmanieli
ლუკაშენკო არის ცამდე მართალი ამ დაპირისპირებაში. არ სურს დაანგრევინოს და გააპარტახებინოს თავისი ნაწვალები ქვეყანა დასავლეთის, რუსეთის, უკრაინის გახრწნილ კლეპტოკრატიას. შესაძლოა ციფრებში არის დარღვევები, მაგრამ ის ფაქტი, რომ ლუკაშენკოს მეტი მხარდაჭერა აქვს ბელორუსის მასშტაბით ვიდრე ნებისმიერ სხვა კანდიდატს უდაოა. ჩვენ გვყავს ფბ-ს მეგობრები ბელორუსიიდან, რომელნიც იგივეს გვიდასტურებენ. უმრავლესობა, მიუხედავად არსებული გადაცდომებისა მართველობის სტილში, აფასებს იმას, რომ აქვს სამუშაო, წესრიგი, სიმშვიდე. იმასაც ხედავენ რა მოუტანა სახელმწიფო გადატრიალებამ უკრაინას.

მეორე პოსტს კი მთლიანად ვეთანხმები.
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli "DDDziaაი ლუკაშენკო ჩვენი პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, მაშინ ნამდვილად არ მოხდებოდა ის უბედურება და აფხაზებიც, ოსებიც და რუსებიც ახლა ნორმალურად იცხოვრებდნენ"!
ძალიან ჭკვიანური პასუხია, თქვენთვის დამახასიათებელი! ვაღიარებ, რომ მასე "მაღალზე" ჩვენი ნაპრეზიდენტალების შმხედვარე, ფანტაზია არ გამწვდა!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - "სალომე ზურაბიშვილი: ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას - გვჯერა, რომ ბელარუსი და მისი ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას". თქვენ ქალბატონო ვოლტერი უნდა გადაიკითხოთ...
ეს განცხადება კი ასე უნდა ჟღერდეს - სალომე ზურაბიშვილი: ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას - გვჯერა, რომ ბელარუსი და მისი ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად გადაწყვეტას!
-+
-+
3 წლის უკან
Katana . ლუკაშენკო არის ევროპის ბოლო დიქტატორი, რომელიც საკუთარი ჭკუით მართავს ამხელა ქვეყანას, - არ იღებს ყურად არც კონგრესმენების, არც დასავლელი ელჩების, არც ევროპარლამენტარების რჩევა-დარიგებებს!..
როგორ შეიძლება ასეთი თავნებობა!
მერე რა, ხალხის უმეტესობა თუ კმაყოფილია! - ამას რა მნიშვნელობა აქვს?!
სასწრაფოდ არის დასამხობი მისი რეჟიმი, რომ ბელარუსიც ისე დემოკრატიულად დაიშალოს ნაწილებად, როგორც იუგოსლავია, საქართველო, უკრაინა და ა.შ.!
3 წლის უკან
trampi წესით ლუკაშენკოს ეხლა ვერ გადააგდებენ!....
.......პუტინმა მაგათ სადღაც, ცხრამთა გადაკარგულში, ვენესუელა არ დაუთმო და გვერდით ბელორუსიას დაუთმოობს? მით უმეტეს უკრაინის მერეე? მაგას კიდევ შარის და პრობლემების დამატება უნდააა??
ეგ ადრე იყო პუტინს რომ ეგონა ,,დემოკრატიული დასავლეთი,, ნამეტან უკადრებელს არ იკადრებს, ნამეტანს თავზე არ გადაიჯვამს, უკრაინაში ბულკებს არ დაარიგებენო, თორემ ეხლააააა.......... ეხლა უკვე მაგან მაგათი პრიომები და ადამიანის ,,უფლებების დაცვა,, ბოლომდე იცის და იმ
ფანდარასტებს არაფერს აღარ დაუთმობს
პუტინი მაგათგან უკვე კაი ,,ჭკვანასწავლია,, გამოცდილება მიღებული აქვს, პლიუს უკრაინაში ,,პრაქტიკაც,, გაატარეს.... ასე რომ ეგ ეხლა ლუკშენკოს კბილებით დაიცავს (ანუ ფაქტიურად რუსეთს, ანუ თავის სკამს)
.ისე ამ არეულ დარეულობებიდან ეგ ხეირს ნაღდად ნახავს ----ლუკაშენკო თავის ,,მხსნელს,, მიეწებება და პუტინისთვის უფრო მორჩილი ძმა იქნება.
ასე რომ პუტინი უფრო გაგულავდება....
ისე ამ არეულობში რომ ერთი ორი ლიმონკა მაგის ,,ნასროლიც,, იყოს---არააა გამორიცხული!!! (დუღილის ტემპერატურის მოსამატებლად, ანუ ლუკაშენკოს აზრზე უფრო კარგად მოსაყვანად)


ჩოპრა გახსენი ფანჯარა.... ჩამოწიე დაბლა და პოსტის დადებაზე აღარ იწვალებ...
3 წლის უკან
არაგველი641 Aburjga Tasmanieli - სტრიქონის ბოლოში ორ დახრილ ხაზზე მიიტანე მაუსი, დააჭირე და ჩამოწიე რამდენიც გინდა
3 წლის უკან
ზაზა ამდენი უვიცი მეკომენტარე კოჰორტა რა უბედურებაა
3 წლის უკან