ბელარუსის ნაკრებისა და ბორისოვის „ბატეს“ ფეხბურთელი ანტონ საროკა საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
28 წლის თავდამსხმელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას ედავებოდნენ, სასჯელის სახით მას 7-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. მიმდინარე სეზონში მან „ბატეს“ რიგებში 5 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში საროკას 15 მატჩი აქვს ჩატარებული.
მომინტინგეები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო აჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას - 9.9%-მა.