ალექსანდრ ლუკაშენკო:  ცოცხალი ვარ და არც საზღვარგარეთ წავსულვარ

ალექსანდრ ლუკაშენკო:  ცოცხალი ვარ და არც საზღვარგარეთ წავსულვარ

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ის ცოცხალია და საზვარგარეთ არ იმყოფება.

ამის შესახებ ლუკაშენკომ სამშენებლო ინდუსტრიის საკითხებზე გამართულ სხდომაზე განაცხადა.

„დასაწყისისთვის, ცოცხალი ვარ და არც საზღვარგარეთ წავსულვარ, როგორც ამას ზოგიერთი „გათვითცნობიერებული წყარო“ ამტკიცებს“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, ახლა ბელარუსში მუშათა კოლექტივის საპროტესტო აქციების აგორებას ცდილობენ.

„თუ ხალხს მუშაობა სურს, აგერ არის სამუშაო ადგილები. ძალით ვერ მივიყვანთ სამუშაოზე“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ამასთან, როგორც ლუკაშენკომ განაცხადა, თუ ქარხნები გაჩერდება, მაშინ ბელარუსში წარმოებულ პროდუქციას კონკურენტები ჩაანაცვლებენ.

„თუ გავჩერდებით, წარმოებას ვერასდროს ამოვქოქავთ. ჩვენ ამ ჭაობისკენ გვიბიძგებენ. ხალხს ეს უნდა ავუხსნათ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

 

Maverick 100%
3 წლის უკან