ისრაელში საიუველირო ბრენდმა Yvel მსოფლიოსი ყველაზე ძვირადღირებული დამცავი ნიღაბი შექმნა. მისი ფასი 1,5 მილიონი დოლარია. ამის შესახებ The Times of Israel-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, იუველირმა ისააკ ლევიმ ნიღაბი თეთრი ოქროსგან გააკეთა და 3 600 თეთრი და შავი ბრილიანტით მორთო. მასში ვირუსის საწინააღმდეგო ფილტრებია მოთავსებული, რომლებსაც ნაწილაკების 99%-ის შეკავება შეუძლია. ნიღბის წონა 270 გრამია - ის ანალოგიური ფილტრების მქონე ჩვეულებრივ პირბადეზე ასჯერ მძიმეა.

იუველირის თქმით, ნაკეთობის დამკვეთი ჩინელი ბიზნესმენია, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს. მას ორი მოთხოვნა ჰქონდა - პირბადე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული და გამოყენებაში მოსახერხებელი ყოფილიყო.