გალიანი:

გალიანი: "პირლო მწვრთნელი ფეხბურთელობისას იყო, მაგრამ არ მეგონა "იუვეში" 3 დღეში თუ დაინიშნებოდა"

„მილანის“ ყოფილმა გენერალური დირექტორი და ახლა „მონცას“ მმართველი ადრიანო გალიანი ანდრეა პირლოს „იუვენტუსში“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნას გამოეხმაურა. გალიანი პირლოს ძალიან კარგად იცნობს, რადგან „მილანში“ დიდი ხანი მუშაობდნენ.

Corriere Dello Sport-თან ინტერვიუში გალიანიმ განაცხდა, რომ პირლო ჯერ კიდევ ფეხბურთელობისას იყო მოედანზე მწვრთნელი და მის დიდ მომავალში დარწმუნებულია.

"მონცელოში 5 აგვისტოს შევხვდით ერთმანეთს, „მონცასა“ და „იუვენტუსის“ 19-წლამდე გუნდის ამხანაგურ თამაშზე. მას ვუთხარი: „ანდრეა ნახავ, დიდი კარიერა გექნება, უკვე როგორც მწვრთნელს“. მაგრამ არ მეგონა, რომ სამი დღე დასჭირდებოდა „იუვეს“ მწვრთნელობისთვის, ვფიქრობდი, ეს რამდენიმე თვეში მოხდებოდა. პირლო ხმამაღლა იცინოდა. „იუვესთვის“ ის სწორი არჩევანია, მწვრთნელი ჯერ კიდევ ფეხბურთელობის პერიოდში იყო მოედანზე. ანდრეას ერთი სიტყვით დავახასიათებ: ინტელექტუალია“, - აღნიშნა გალიანიმ.

შეგახსენებთ, ანდრეა პირლო ორი დღის წინ ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2022 წლის ზაფხულამდე დაინიშნა.