როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

10 აგვისტოს დღის ბოლოდან 14 აგვისტომდე საქართველოში (ძირითადად დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმავციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.