უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და სამივე ქართული გუნდის მეტოქე გაირკვა.
„დინამო ბათუმი“, „ლოკომოტივი“ და „საბურთალო“ განუთესავ გუნდებს შორის იყვნენ და საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან მოუწევთ დაპირისპირება, ორი მათგანი სტუმრად ითამაშებს, ერთი - სახლში.
„აპოლონი“ (კვიპროსი) – „საბურთალო“ (საქართველო)
„ჰაპოელი“ (ბეერ-შევა, ისრაელი) – „დინამო ბათუმი“ (საქართველო)
„ლოკომოტივი“ (საქართველო) – „უნივერსიტატია კრაიოვა“ (რუმინეთი)
აქვე გეტყვით, რომ ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 27 აგვისტოს გაიმართება და გამარჯვებულები ერთი თამაშის შედეგით გამოვლინდებიან.