საიმონ ქაუელი ელექტრო ველოსიპედიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა

საიმონ ქაუელი ელექტრო ველოსიპედიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა

საიმონ ქაუელი ელექტრო ველოსიპედიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

საიმონის სპიკერის განმარტებით, 60 წლის მუსიკოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია უტარდება. სპიკერის თქმით, საიმონი თავს კარგად გრძნობს და საიმედო ხელში იმყოფება.

საიმონი ფართო აუდიტორიისთვის The X Factor-იდან და Britains Got Talent-იდანაა ცნობილი.

პირს მორგანი ერთ-ერთია იმ ვარსკვლავებს შორის, ვინც ქაუელს სოციალური ქსელის მეშვეობით, სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. აღსანიშნავია, რომ საიმონი თავის 6 წლის ვაჟთან ერიკთან ერთად ახალ ელექტრო ველოსიპედებს ტესტავდა და უბედური ინციდენტიც სწორედ ამ დროს მოხდა.