აღმოსავლეთ ბრისტოლის აუქციონის სახლის თანამშრომელს, საფორტო ყუთში, მაჰათმა განდის სათვალე დახვდა, - ამის შესახებ BBC წერს.
„ვიღაცამ სათვალე საფოსტო ყუთში პარასკევს, საღამოს დატოვა და ის იქ ორშაბათამდე იდო. ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა, რომ კონვერტზე ეწერა, რომ ეს განდის სათვალეა“ - ამბობს დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი, აუქციონერი ენდრიუ სთოუ.
როგორც ის განმარტავს, ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, თუმცა, სათვალის გამოკვლევის შედეგად, დადგინდა, რომ მოოქროვილი, მრგვალმინებიანი სათვალე ნამდვილად ინდოელ აქტივისტს ეკუთვნის.
სთოუ ამბობს, რომ დაუკავშირდა სათვალის მეპატრონეს და გაირკვა, რომ ნივთი ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემოდა მას შემდეგ, რაც ოჯახის ერთ-ერთი წინაპარი, 1920 წელს, სამხრეთ აფრიკაში განდის შეხვდა და მისგან აღნიშნული სათვალე მიიღო.
სათვალე 21 აგვისტოს ონლაინაუქციონზე გაიყიდება. მისი სავარაუდო ღირებულება £15 000 იქნება.