მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის სამი ახალი გამოვლენილი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის სამი ახალი გამოვლენილი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია

კორონავირუსის სამი ახალი გამოვლენილი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია, ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. 3 კოვიდდადებითიდან, ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

ამ დროისთვის კოვიდ ცენტრებში 241 ადამიანი მკურნალობს, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი კი საერთო მონაცემების 82%-ს შეადგენს, რაც წინა თვის სტატისტიკასთან შედარებით მაღალია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1216 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 996-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.