ხამესი

ხამესი "რეალს" ტოვებს და ახალ გუნდს ეძებს

ხამეს როდრიგესმა „რეალის“ დატოვება საბოლოოდ გადაწყვიტა. AS-ის ინფორმაციით, კოლუმბიელმა ზინედინ ზიდანს „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩისგან გათავისუფლება თავად სთხოვა, რომ ახალი კლუბი მოძებნოს.

ხამესი ზიდანისა და „სამეფო კლუბის“ გეგმებში არ შედის და განვლილმა სეზონმა ეს არაერთხელ დაადასტურა. ხამესის მიმართ ინტერესს არაერთი გუნდი იჩენს, მათ შორის „არსენალი“, პსჟ, „ატლეტიკო“, „მილანი“, „მანჩესტერი“, მაგრამ სიანტერესოა, რომ ოფიციალური წინადადება ჯერ არავისგან მიუღია.

ხამესმა 2019-2020 წლების სეზონში მხოლოდ 20 თამაში ჩაატარა და გოლის გატანა ერთხელ მოახერხა.