ცნობილმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ ვეტერანი ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია სპორტში ცუდი ბიჭების ჩამონათვალში შეიყვანა.
სტატიაში საუბარია იმ მოთამაშებზე, რომლებიც მოედანზე დადებით თვისებებთან ერთად, უხეშობით და ბინძური ქმედებებით გამოირჩეოდნენ და მეტოქის გულშემატკივრებსაც არ უყვარდათ.
ფაჩულიას შემთხვევაში ესპანური გამოცემა კავაი ლეონარდისთან მომხდარ ინციდენტს იხსენებს. აღსანიშნავია, რომ ზაზას გარდა ჩამონათვალში არაერთი ცნობილი სპორტსმენი მოხვდა. მაგალითად, პეპე, ზინედინ ზიდანი, კარლ მელოუნი, როი კინი, ლუის სუარესი, მაიკლ ტაისონი...
შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიამ კარიერის უმეტესი და საუკეთესო წლები NBA-ში გაატარა, სადაც სხვადასხვა პერიოდში „ორლანდოს“, „მილუოკის“, „ატლანტას“, „დალასის“, „გოლდენ სტეიტისა“ და „დეტროიტის“ რიგებში თამაშობდა. ქართველი ცენტრი ორჯერ ჩემპიონიც გახდა.