ბრედლი კუპერის და ჯენიფერ გარნერის

ბრედლი კუპერის და ჯენიფერ გარნერის "ფლირტი" სანაპიროზე, რომელმაც ყველას ყურადღება მიიპყრო

ჰოლივუდის ვარსკვლავები 48 წლის ჯენიფერ გარნერი და 45 წლის ბრედლი კუპერი პაპარაცებმა მალიბუში შენიშნეს.

მიუხედავად იმისა, რომ შემსრულებლების ახლო მეგობრობა უცხოური გამოცემებისთვის კარგადაა ცნობილი, მათმა "ფლიტმა" სანაპიროზე პაპარაცების ყურადღება მალევე მიიპყრო.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჯენიფერი მეუღლეს ჯონ მილერს დაშორდა. ტაბლოიდები არ გამორიცხავენ, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა ახალი რომანის დასაწყისი იყოს. თავად მსახიობებს მომხდარის შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.