იტალიურ „რომას“ ახალი მფლობელი ჰყავს Friedkin Group-ი რომლის მეპატრონე მილიარდერი დენ ფრიდკინია. გარიგების საფასურმა 591 მილიონი ევრო შეადგინა.
მხარეებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ შეთანხმება შედგა და კვირის ბოლომდე კლუბის პრეზიდენტი ამერიკელი ჯეიმს პალოტა აღარ იქნება, რომელსაც ბოლო დროს „ჯალოროსის“ ტიფოზები დაუპირისპირდნენ.
„მოხარული ვარ, რომ დავადასტურო ფრიდკინის ჯგუფსა და „რომას“ შორის შეთანხმების მიღწევა. ხელი მოვაწერეთ დოკუმენტებს და უახლოეს დღეებში ვიმუშავებთ, რათა ოფიციალურად დასრულდეს სამართლებრივი გზა. დენ და რაიან ფრიდკინებმა აჩვენეს დიდი სურვილი და დარწმუნებული ვარ „რომას“ შესანიშნავი მფლობელები ეყოლება“, - თქვა ჯეიმს პალოტამ.
„ჩვენ ყველა, ფრიდკინ ჯგუფის წარმომადგენლები მოხარული ვარ, რომ გადავდგით აუცილებელი ნაბიჯები, რომ გავმხდარიყავით ქალაქ რომის ხატური კლუბის წევრები. ველოდებით რაც შეიძლება მალე შესყიდვის დახურვას, რომ მალე ჩავეწეროთ რომაელთა ოჯახში“, - ნათქვამია ფრიდკინ ჯგუფის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ "რომა" მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებს. მანამდე კი ამავე ტურნირზე წელსაც ასპარეზობს და დღეს მერვედფინალში "სევილიას" შეხვდება.