ჯანო ანანიძე კარიერას „როტორში“ გააგრძელებს

ჯანო ანანიძე კარიერას „როტორში“ გააგრძელებს

ჯანო ანანიძე კარიერას „როტორში“ გააგრძელებს. რუსეთის ცნობილი სპორტული ვებ-გვერდის, Championat.com-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე, ვოლგოგრადის კლუბთან წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწია და ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

ანანიძე ბოლოს კვიპროსის „ანორთოსისში“ გამოდიოდა, რომელთანაც ხელშეკრულება 31 მაისს ამოეწურა და მას შემდეგ თავისუფალი აგენტია. 2009-2020 წლებში კი ჯანო „სპარტაკში“ თამაშობდა და მოსკოვის გუნდის შემადგენლობაში 2017 წელს რუსეთის პრემიერლიგა და ქვეყნის სუპერთასი მოიგო.