როსონერის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი რამდენიმე დღის წინ კლუბის ოფისში იმყოფებოდა, სადაც „მილანის" პრეზიდენტთან პაოლო სკარონისთან 4-საათიანი შეხვედრა ჰქონდა, რომლის დასრულების შემდეგაც 74 წლის სპეციალისტმა კომენტარი არ გააკეთა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაპელო კლუბის სტრუქტურაში რომელიმე ხელმძღვანელ თანამდებობას ჩაიბარებს, რადგან მთავარ მწვრთნელთან, სტეფანო პიოლისთან ხელშეკრულება ცოტა ხნის წინ გახანგრძლივდა.
ფაბიო კაპელო „მილანის" მთავარ მწვრთნელად 1991-1996 წლებში მუშაობდა და როსონერის და გუნდს 4-ჯერ სკუდეტო, 3-ჯერ იტალიის სუპერთასი, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი მოაგებინა.