ტყიბულის „მეშახტეში“ იაპონელი ფეხბურთელი ტაიგა ვატაბე გადავიდა. 28 წლის ნახევარმცველმა საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ლიგის გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ თანაგუნდელებთან ერთად უკვე ორჯერ ივარჯიშა.
ვატაბემ სამშობლო 10 წლის წინ დატოვა და უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში ტაილანდის ჩემპიონატში გამოდიოდა.
ის ოთხ ენაზე საუბრობს და საფეხბურთო ტანსაცმლის მაღაზიათა ხაზი აქვს. მესამე დივიზიონში „მეშახტე“ სამი ტურის შემდეგ 1 ქულით მეცხრე ადგილზეა და ტყიბულელები ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან.