წარსულში არგენტინის საფეხბურთი ნაკრების, ახლა კი უკვე ბრაზილიური “ატლეტიკო მინეიროს“ მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი სექსუალური შინაარსის სკანდალში სწორედ მაშინ გაეხვა, როდესაც 2018 წლის დანავსულ მუნდიალამდე არგენტინის ნაკრებს არცთუ წარმატებულად წვრთნიდა.
იმ პერიოდში, ხორხეს მავანი ქალბატონი სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებდა, რასაც სამპაოლი უარყოფდა და საბოლოო ჯამში არგენტინის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის, კლაუდიო ტაპიას ღია მხარდაჭერის შემდეგ არგენტინელთა მაშინდელი მესაჭე სასამართლომაც გაამართლა.
როგორც ჩანს სამპაოლის სკანდალები თან სდევს და ახლა უკვე ბრაზილიაში მოღვაწეობისას გამოჩნდა ახალგაზრდა ქალი, რომელიც იძახის, რომ ხორხიტომ სარეცელში შეიტყუა და ისიც კი არ უთქვამს, რომ არგენტინაში ერთი ფაეტონი ცოლ-შვილი ელოდება. ეს ამბავი როგორ დასრულდება, პირველი სკანდალიდან გამომდინარე, უკვე რთულად სავარაუდოა.