ყველასთვის საყვარელი ნამცხვარი „ჩიტის რძე“ ცხობის გარეშე - ისეთი ნაზია, პირში დნება

ყველასთვის საყვარელი ნამცხვარი „ჩიტის რძე“ ცხობის გარეშე - ისეთი ნაზია, პირში დნება

ინგრედიენტები

რძე - 1 ლ (+100 მლ)

შაქარი - 150 გ

ვანილი

ფქვილი - 2 სკ

სიმინდის სახამებელი - 3 სკ

თეთრი შოკოლადი - 100 გ

ფხვიერი ქარხნული ნამცხვარი "პეჩენია" - 400 გ

კარაქი - 1 სკ

შავი შოკოლადი - 200 გ

მომზადების წესები

ქვაბში ჩაასხით რძე. დაუმატეთ შაქარი, მწიკვი ვანილი, ფქვილი, სიმინდის სახამებელი და გათქვიფეთ. დადგით დაბალ ცეცხლზე და გასქელებამდე ურიეთ.

კრემი რომ მოიხარშება, გადმოდგით და თეთრი შოკოლადი შეურიეთ. ცხელ მასაში შოკოლადი მარტივად გადნება. გააგრილეთ კრემი.

ნამცხვრის ფორმაში ან კონტეინერში დაიწყეთ აწყობა: პირველი ფენისთვის ორცხობილები რძეში ამოავლეთ და ისე გადაანაწილეთ ზედაპირზე. თავზე კრემი გადაანაწილეთ. ასე გააგრძელეთ ფენა-ფენა დაწყობა, სანამ კრემი არ გათავდება.

მინანქარი: 100 მლ რძე ქვაბში ჩაასხით, დაუმატეთ 1 სკ კარაქი და შავი შოკოლადი. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ კარგად გააგრილეთ და თქვენს ნამცხვარს თავზე მოასხით.

ნამცხვარი გააგრილეთ მაცივარში 1 საათით.