ცნობილი რუსი კომენტატორი ვასილი უტკინი ხვიჩა კვარაცხელიას რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ასახელებს. უტკინი მიიჩნევს, რომ „რუბინს“ ევროსაგზურებისთვის ბრძოლა შეუძლია, რადგან ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს.
„რუბინს“ შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს ევროთასების ზონაზე სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრეც კი. რა თქმა უნდა, შეუძლია. ყაზანელებს ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავთ, მათ ჰყავთ ამჟამად რუსეთის პრემიერლიგაში ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, პირველ რიგში ვსაუბრობ ხვიჩა კვარაცხელიაზე, ასევე ივან იგნატივევი, ის ახალგაზრდაა და მომატება შეუძლია. ამიტომ, „რუბინმა“ საკუთარ თავს მაღალი მიზნები უნდა დაუსახოს.
ყველა ამჩნევს, რომ რუსეთის ჩემპიონატში პირველი ოთხი კლუბი იგივეა, რაც შარშან იყო. არცერთ მათგანს შემადგენლობა არ გაუძლიერებია, არ შეუცვლია სათამაშო კონცეფცია. ეს ნიშნავს, რომ ისინი ბერდებიან და ახალგაზრდებს შანსი აქვთ“, - აღნიშნა უტკინმა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია რუსული პრემიერლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. ახალ სეზონს რაც შეეხება, „რუბინი“ პირველ ტურში 11 აგვისტოს, მოსკოვის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს, სადაც ხვიჩა ყაზანელებში გადაბარგებამდე თამაშობდა.