შრი-ლანკაზე, ქალაქ კოლომბოში მდებარე მკაცრი რეჟიმის ციხიდან ნარკოკურიერი კატა გაიქცა. ამის შესახებ Daily Mail წერს.
კატა პენიტენციური სისტემის თანამშრომლებმა ციხის ტერიტორიაზე 1-ელ აგვისტოს დაიჭირეს. მას კისერზე ჰქონდა დამაგრებული პლასტიკური პაკეტი 2 გრამი ჰეროინით, ორი სიმბარათით და მეხსიერების ბარათით.
მეორე დღეს, ნარკოკურიერი კატა გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიით 3 აგვისტოს გავრცელდა. ციხის ადმინისტრაცი ამ შემთხვევაზე კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს.